53 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე

სურათი

8 დეკემბერი 2019 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტი მწუხარებას გამოხატავს ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო, რომელიც 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძე 2015 წლის დეკემბერში სტუმრობდა ხელოვნების უნივერსიტეტს და ჩაატარა მასტერკლასები რეჟისურაში.

მას გადაღებული აქვს ფილმები: "ბოლო გასეირნება"(2012), "დარჩი ჩემთან"(2011), "სამი სახლი"(2008), "აქ თენდება"(1998), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989) და სერიალი "ცხელი ძაღლი". გადაღებულია ფილში „მე მოვედი“ (1981).

2013 წელს გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ასევე ნომინირებული იყო „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ხელოვნების უნივერსიტეტი უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031