ტრენინგი - „დიპლომის დანართის ახალი ფორმის შევსება“

სურათი

15 ნოემბერი 2019 წელი

ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დიპლომის დანართის ახალი ფორმის შევსება“. რეესტრის წარმოებისა და დიპლომების განყოფილების ხელმძღვანელმა ნატო ცქვიტინიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ის ცვლილებები, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 5 აგვისტოს 1158/ნ  ბრძანების თანახმად იქნა შეტანილი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის ფორმაში.  ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ვაჩეიშვილმა გააკეთა განმარტებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ტრენინგს ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები: მამუკა ჯორბენაძე, თამაზ ცერიაშვილი, ერმილე მესხია; სამივე ფაკულტეტის მდივნები, დეპარტამენტების სპეციალისტები. 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031