ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus+ საგრანტო პროგრამაში

სურათი

12 აგვისტო 2019 წელი

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.

კონკურსის შედეგად, საქართველოს მონაწილეობით 6 თანამშრომლობის პროექტი დაფინანსდა, რომელშიც საქართველოს 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 3 სახელმწიფო ორგანიზაცია და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებიან ჩართული. დაფინანსებულ პროექტებში მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებს შორისაა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, რომელმაც Erasmus+ საგრანტო დაფინანსება პირველად მოიპოვა. პროექტში  -,,უნივერსიტეტების როლი  რეგიონალურ განვითრებაში, რომლის კოორდინატორი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტია, ჩართულია საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, ესპანეთის ლიეტუვის უნივერსიტეტები.

Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების სქემის ქვეშ დაფინანსებული თანამშრომლობის პროექტების მიზანია, მხარი დაუჭიროს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციის, ხელმისაწვდომობის, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას  პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისა და ორგანიზაცია Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებს.

http://mes.gov.ge/content.php?id=9311&lang=geo

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031