„ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“

28 ივლისი 2019 წელი
ხულოში გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კინოპროექტის - „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“ პრეზენტაცია.
კინორეჟოსორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ბათუმელ სტუდენტებთან ერთად ხულოში 4 დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ხელოვანები ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს გაეცნობიან, დაესწრებიან „შუამთობის“ დღესასწაულს, რაც შემდგომ მათ ნამუშევრებში აისახება. პროექტი „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“ ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და დაფინანსებით.
http://ajaratv.ge/article/46501?fbclid=IwAR1xgLNebyOZJ-0R8_etWIzFGWbLlVtsOyPo2JXxgrpWYjGkyStMMNSUNUs
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |