საჯარო ლექცია „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები“

22019 წლის 7 მაისს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია

„ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები“, რომელსაც გაუძღვება ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია.

თანამედროვე პირობებში ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული ხასიათის ლიტერატურაში. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ერთი მხრივ ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური მიდგომები (სისტემური მიდგომა, სცენარები, კავშირების ანალიზი და ა.შ), ხოლო მეორე მხრივ სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოიცავს  სტრატეგიული ხედვების, მიზნების, პროგრამების იდენტიფიკაციის პროცესს. საკითხების სადემონსტრაციოდ გათვალისწინებულია  როგორც ქართული მაგალითები, ასევე უცხოეთის გამოცდილება.

საჯარო ლექციას დაესწრებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალისტები, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930