ქართული ენის დღისადმი მიძღვილი საღამო

19 აპრილს, 15:00 საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო.
სტუდენტებმა წარმოადგინეს:
1)ლიტერატურული კომპოზიცია
ი. აბაშიძე ,,ხმა კატამონთან“
იღუმენი ქეთევანი ,,ქართული ენა“
უ. შექსპირი, სონეტი 66 - თარგმანი რ. თაბუკაშვილი
კომპოზიციის იდეის ავტორი: პროფესორი თ. მეიშვილი
მონაწილეობდნენ: მანანა სულაბერიძე, ავთანდილ ქარჩავა (აჭარის ა. რ. დამსახურებული არტისტი), სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის I და II კურსის სტუდენტები
2) ნაწყვეტი გ. დოჩანაშვილის რომანიდან ,,სამოსელი პირველი“
ინსცენირება: მ. ხელაია, ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თ. ბოლქვაძე
მონაწილეობდნენ: სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის II კურსის სტუდენტები
საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.