უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა არქიტექტურული პროექტების გადაცემა საჩუქრად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისრტოს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უკვე 2015 წლიდან ხდება შემოთავაზებულ თემაზე სტუდენტების მიერ  პროექტების შესრულება. უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტის საჩუქრად გადაცემა სამინისტროებსა და მერიისათვის. წლევანდელი დაკვეთა ეხებოდა ბათუმის სახელოვნებო სკოლებს. 16 აპრილს 11 საათზე  უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის კურსდამთავრებულთა გიორგი მურადიანის, ზურა თოიძის და როლანდ ზოიძის ნამუშევრების პრეზენტაცია და საჩუქრად გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე, ბაგრატ მანველიძე და ალექსანდრე დავითაძე. სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი რამიშვილი. კურდამთავრებულებმა წარმოადგინეს პროექტები.  2018 წლის ამავე პროგრამის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს ნიკა ლეპტურგიდს,  დათო ართმელაძეს და გიორგი ჩაკვეტაძეს გადაეცათ დიპლომები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930