საერთაშორისო მუსიკალური პროექტის “Glomus“ სამუშაო ჯგუფის შეხევდრა
2019 წლის 9 -19 სექტემბერს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფორუმი „Glomus (Global Music)“. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის მუსიკის აკადემიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი.
მიმდინარე წლის 20-21 მარტს შედგა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დანიის სამეფო მუსიკალური აკადემიის ვიცე-რექტორი კელი ჰოზბონდი, ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა შარიქაძე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი, რექტორის მოადგილე ერმილე მესხია, პროფესორი ხათუნა მანაგაძე. შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, კონცერტების, მასტერკლასების, რექტორთა ფორუმის ჩატარების პირობები.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |