აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამებისა და სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ

სურათი

2019 წლის 4 თებერვალს  ხელოვნების უნივრსიტეტში აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ჭანტურიშვილმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

პროგრამა განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინონ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებპორტალზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 28 იანვრიდან 28 თებერვლამდე.

პროგრამაში ჩართული იტალიური უნივერსიტეტების ჩამონათვალი და კანდიდატურის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენელმა აგრეთვე ისაუბრა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031