30 აგვისტო, 2018 წელი კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
კონკურსის მიზანია ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე ქართველი და იტალიელი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივი წარმოჩენა, ორივე ქვეყნის თანამედროვე ხელოვანებს შორის იდეების გაცვლის ხელშეწყობა.
- სამოგზაურო, საცხოვრებელი და ჰონორარისთვის განკუთვნილი გრანტის სრული ოდენობა: 2,500 ევროს ექვივალენტი ლარში.
- გაცვლითი პროგრამის ხანგძლივობა: 1 თვე
- გაცვლითი პროგრამის განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წლის ნოემბერი
- მდებარეობა: იტალია, ქალაქი ტურინი
- რეზიდენტის მიმღები ინსტიტუცია: გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV)
გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV) იღებს პასუხისმგებლობას სახელოვნებო გამოფენაში Artissima ქართველი რეზიტენტის მონაწილეობაზე;
გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია თავად დაფაროს ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა;
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს მოკლე ანგარიში რეზიდენციის დროს განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://creativegeorgia.ge/cg/News/geo-it.aspx
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |