4 ივნისი 2018 წელი - სკოლა-სტუდიის შემაჯამებელი გამოფენა

3 ივნისს სამხატვრო სკოლა-სტუდია ,,ფერადი სამყარო“-ს აღსაზრდელებმა სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოფენა მოაწყვეს. ასევე შედგა საინტერესო ფილოსოფიური საუბრები ხელოვნებაზე, რომელსაც უძღვებოდა გიორგი მასალკინი. საუბრის თემა იყო „ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა“. გამოფენის მომზადება-ჩატარებაში ჩართულნი იყვნენ ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები მაია გერსამია-ჯორბენაძე, სერგო გოგოლაძე, ელგუჯა ხაზარაძე, უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.