სტუდენტთა საყურადღებოდ! - ჩატარდება საჯარო ლექციები
2018 წლის 21- 22 მაისს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შემდეგი საჯარო ლექციები გაიმართება:
21 მაისი: 12 სთ.
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის ვახტანგ დავითაიას საჯარო ლექცია - "ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია, არქიტექტურა კონტექსტში";
2. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის ბესარიონ ტატიშვილის საჯარო ლექცია - "ბათუმის ძველი (მიტოვებული უმოქმედო უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია".
22 მაისი: 11 სთ.
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის გია ჭანიშვილის საჯარო ლექცია - „ბათუმი- ევროპული ქალაქი (ისტორიული განაშენიანების სტრუქტურა და არქიტექტურული სტილი)
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის გიული გეგელიას საჯარო ლექცია - "რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია რესპუბლიკის მასშტაბით და მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა ბათუმის მაგალითზე".
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |





