ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება

სურათი

1 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ პრემიერას - ზაზა მარჯანიშვილის „თაბაშირის იუდა“ GYPSY JUDAH (მედიაოპერა ერთ მოქმედებად).
სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ „წითელი ტერორის“ შესახებ. ლიბრეტო აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და იმ პერიოდის უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

სპექტაკლში მონაწილეობენ ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები: მამუკა მანჯგალაძე, ნათელა კონცელიძე, ხათუნა დონდუა, ასლან დიასამიძე, ირაკლი კორიფაძე, ეთერ ხალვაში, მარიამ ძნელაძე,ანა დავიდენკო, ხათუნა ხაჯიშვილი, ნინელი გოგიტიძე. რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.
საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების უნივერსიტეტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორი  მარიამჯახუტაშვილი. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031