ლიტერატურულ კონკურსზე - „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“ფინალში მოხვდნენ რეჟისურის სპეციალობის პირველკურსელები მირიან ორაგველიძე და რუსლან დუმბაძე. ა(ა)იპ„ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურულკ ონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი ან ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები. საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებული დაიბეჭდება. ჟიურის შემადგნლობაში არიან: როსტომ ჩხეიძე,ანი კოპალიანი, ალექსანდრე ელერდაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯემალ ინჯია.ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.