17-21 აპრილი, 2018 წელი - ვიზიტი რუმინეთში

სურათი

რუმინეთის ქალაქ ბუქარესტის მუსიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით
ხელოვნების უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მუსიკის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, მუსიკის ფაკულტეტის პროფესორი ხათუნა მანაგაძე სამეცნიერო მოხსენებით "ქართული სასულიერო მუსიკა ქართული კულტურის კონტექსტში" გამოვიდა მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე. მუსიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი მ. ბაშალეიშვილი საკონცერტო პროგრამით  წარსდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტმაისტერი ნინო ნიშნიანიძე.

რექტორმა ე. მესხიამ ბუქარესტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გააცნო ხელოვნების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პროცესები.  მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესახებ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031