20 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლო"-ში

20 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლო"-ში
19 აპრილს კონოთეატრ „აპოლო“-ში ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. მანამდე კი „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
"ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოშიკი მეჩეთია.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების პროცესში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ ჩართულნი.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





