მიმდინარე წლის 30 მარტს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შორის
მიმდინარე წლის 30 მარტს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შორის. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, კარიერული წინსვლის სამსახურის უფროსი მირანდა ბაღდადიშვილი, ასოცირებული პროფესორი ინგა ხალვაში. სკოლებს წარმოადგენდნენ ზურაბ ზაქარაძე, თამილა თალაკვაძე, თამთა კვარაცხელია, ზაზა კილაძე, ირინე ვადაჭკორია. ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და ხელოვნების მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახელოვნებო განათლების საკითხებზე, სკოლებში ხელოვნების მასწავლებლების დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რის გამოც ხშირად ხელოვნების საგანს არასპეციალისტები ასწავლიან. სკოლის დირექტორებმა აღნიშნეს მათ დაქვემდებარებულ დაწესებულებებში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატებული საქმიანობის შესახებ. მათი აზრით საქმისათვის, განათლებისათვის უდაოდ მნიშვნელოვანია საგანს პროფესიონალი ასწავლიდეს. ერთხმად აღნიშნეს, რომ ბათუმის ხელოვნების სასწავლი უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონში კადრების მომზადების თვალსაზრისით. გამოთქვეს მზადყოფნა, განხორციელდეს ამ პროგრამების ფარგლებში და მისი პოპულარიზაციის მიზნით შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტები. მაია ჭიჭილეიშვილმა აუდიტორიას აცნობა, რომ სამომავლოდ იგეგმება 300 კრედიტიანი საგნობრივი პროგრამის მომზადება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლის მიმართულებით, რამაც მოწონება დაიმსახურა.
კარიერული წინსვლის სამსახურის უფროსმა მირანდა ბაღდადიშვილმა აუდიტორიას გააცნო სამსახურის მისია და მოვალეობები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაფორმდეს მემორანდუმები პარტნიორ დაწესებულებებთან თანამშრომლობის შესახებ.
სკოლის დირექტორებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილობა მიიღონ დამსაქმებელთა კითხვარების შევსებაში, სადაც გამოთქვამენ თავიანთ სურვილებსა და წინადადებებს.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |