შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებთან

სურათი

2018 წლის 19 თებერვალს ხულოს რესურსცენტრში ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მაია ჭიჭილეიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა ბერიძე შეხვდნენ ხულოს საჯარო სკოლების დირექტორებს.  

მ. ჭიჭილეიშვილმა და გ. ბერიძემ  გააცნეს  ხელოვნების უნივერსიტეტის მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები.  განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროგრამის მიღებისა და სწავლების პირობებზე. შეხვედრაზე მოხდა სკოლის დირექტორების ინფორმირება ხელოვნების უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და ეთხოვათ აბიტურიენტთათვის ინფორმაციის მიწოდება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031