21 ნოემბერი 2017 გაიხსნა გამოფენა

ხელოვნების უნივერსიტეტი თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის ონდოქუზ მეიის უნივერსიტეტის პროფესო-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული ტილოები, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით შესრულებული და ხელნაკეთი ნამუშევრები. გამოფენა ერთ თვეს გასტანს. ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა აქტივობები.