7 ივნისი 2017 წელი - სტუდენტთა საყურადღებოდ!
7 ივნისი 2017 წელი
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.
რას მოიცავს ინტერნშიფი - სტუდენტებს, კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კინოფესტივალის მენეჯმენტს კინოფესტივალის პერიოდში და კინოფესტივალამდე ინტერნშიფის გავლისთვის სხვადასხვა პოზიციებზე:
- კინოფესტივალის სტუმრებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკა - კინოფესტივალის სტუმრების მიღება, განთავსება, გაცილება, კინოფესტივალის დროს სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;
- საინფორმაციო ცენტრი (განთავსებული იქნება კინოთატრ აპოლოში)– საჭირო ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალზე, პროგრამაზე, პროგრამაში ცვლილებაზე და ა.შ.;
- ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება;
- პრესასთან/მედიასთან ურთიერთობა - გულისხმობს PR/მედია კოორდინატორის დახმარება შემდეგში - ყოველდღიური პრეს-რელიზების მომზადება, თარგმნა, ვებ-გვერდზე დადება, მაილინგ ლისტებზე და სოციალურ ქსელში გავრცელება, კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიური დაიჯესტის მომზადებაში დახმარება, კინოფესტივალზე მყოფი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტების მონიტორინგი, და მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში; მედიასთან ურთიერთობის კოორდინაციაში დახმარება -პრესკონფერენციების ორგანიზებაში/კოორდინაციაში დახმარება, ჟურნალისტების ინფორმირება და მოწვევა პრეს-კონფერენციებზე, მასტერკლასებზე და ა.შ. საჭირო შემთხვევაში - ინტერვიუების ჩაწერა; Facebook, Twitter, BIAFF ვებ-გვერდზე - მუდმივად სიახლეების გავრცელება, დაშეარება, კინოფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიების სოც. ქსელებში გავრცელება
რას სთავაზობს კინოფესტივალი ვოლუნტერებს - კინოფესტივალის ფარგლებში ინტერნშიფის გავლის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგს:
- ნებისმიერ ჩვენებაზე, მასტერკლასზე დასწრება
- გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება და დახურვის ბანკეტზე დასწრება, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
- ფესტივალის კატალოგში და ვებ-გვერდზე მოხსენიება ვოლუნტერების სიაში
- მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.
- ოფიციალური სერტიფიკატი – რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა გაიარა ინტერნშიფი კინოფესტივალზე
- სარეკომენდაციო წერილი - საჭირო შემთხვევაში (სამომვალოდ) ფესტივალი ყველა ვოლუნტერს გაუწევს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილით.
- კინოფესტივალზე ვოლუნტერის სახით ჩართულობა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ საინტერესო გამოცდილება, გახდენ მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მონაწილე, ურთიერთობა ქონდეთ მრავალ საინტერესო სტუმართან და ა.შ.
დაინტერესებულ მოხალისეებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე - https://goo.gl/kKTP8A
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, ტელ: 599-482181
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |