ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა - „ეპისტოლური გრაფიკა“

სურათი

1 მაისი 2017 წელი

ქართულ-ამერიკული 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმთან არსებულ  გალერეაში მოეწყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა „ეპისტოლური გრაფიკა“ .წარმოდგენილი იყო მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრები:ქართული ანბანის ნიმუშები,  ანდაზები,  საინტერესო კოლაჟები, სუვენირული ხასიათის სააღდგომო თუ საშობაო  ბარათები, ილუსტრირებული ფურცლები ლუკას სახარებიდან და სხვადასხვა ეპისტოლური ჟანრის ნიმუშები.
მხატვარმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მიუძღვნა მის მიერ შექმნილი ხელნაწერი  - ტომ სოიერი ინგლისურ ენაზე, რომელიც საჩუქრად გადასცა საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს. 
გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე და ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031