ლატვიის დელეგაციის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

21 აპრილი 2017 წელი

 19 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტს ლატვიის დელეგაცია ეწვია. რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტის რექტორი რომან დაიკონი, ამავე უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ოლგა ვერდენხოფი და ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურის კოლეჯის დირექტორი სანდრა პლოტა.

       ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურის კოლეჯსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის ერაზმუსის პროექტში თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

        რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტის რექტორმა რომან დაიკონმა და ვიცე რექტორმა ოლგა ვერდენხოფმა 20 და 21 აპრილს ჩაატარეს საჯარო ლექციები კულტურული ტურიზმის თემაზე.

            სტუმრები ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დაათვალიერეს მუზეუმები,  ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031