2016 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

26 იანვარი 2017 წელი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც
2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71% -სა;
დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდუაშვილის ქუჩა N4; ტელ - 24 53 78.
განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=517061&gid=6#.WIm1meW0wQB