მინისტრის ვიზიტი უნივერსიტეტში

სურათი

6 იანვარი 2017 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ეწვია. შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. რექტორმა მინისტრს 2017 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნო. განსაკუთრებით აღინიშნა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა მიერ მომზადებული არქიტექტურული პროექტების მნიშვნელობა. მინისტრმა სურვილი გამოთქვა მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობის მსგავსი პრაქტიკა და მხარდაჭერა აღუთქვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე თ. ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930