მიიღეთ მონაწილეობა მასტერკლასში
12 დეკემბერი 2016 წელი
14 - 15 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი მსურველებს იწვევს მასტერკლასზე. მასტერკლასის თემაა „ჩვენ ყველანი ოდესღც ბავშვები ვიყავით“. დასაწყისი 16-00 საათი. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პროგრამა:
პირველი ნაწილი
დამსწრე მონაწილეთა სიის ამოკითხვა; შესავალი საუბარი; ინტერაქტიური თამაშის პირობები; სახატავი მასალის დარიგება; მოცემულობა (თემა) - უსაგნო კომპოზიცია 3 ფერში; იგივე მოცემულობის გრაფიკული ვერსია; გვარ-სახელების აღნიშვნა ფორმატის უკანა მხარეს; ბლიც-გამოფენის ორგანიზება; ჟიურის მოწვევა; გამარჯვებულის გამოვლინება
მეორე ნაწილი
2 გუნდის დაკომპლექტება თითო ლიდერის არჩევით; რეპროდუქციის ჩვენება; ქაოსურად დაფანტული ფრაგმენტების კომპონირება; მეხსიერების კოეფიციენტის გამოთვლა /სიტყვების დამახსოვრება წერილობით/; „სიტყვობანა“ დასახელებულ ასობგერაზე; ხელოვნების ტერმინების დასახელება /სულ 3-ჯერ/ წამზე მეტ ხანს შეჩერებული თამაშიდან ვარდება.
ქულების რაოდენობა იწერება მარკერით მოზრდილ ფორმატზე ყველასათვის თვალსაჩინოდ. ლექსიკონიდან შერჩეული 3 სიტყვის ლოგიკური გამოყენება მცირე ფორმატის ესსეში. დასაშვებია იუმორი, აბსურდი, გროტესკი. დაუშვებელია ხმაური, აყალ-მაყალი და სხვა ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიღებული მოქმედებები.
პროცესის ფოტოგრაფირება ორივე დაწესებულების საიტზე დასადებად.
მსურველებს შეუძლია მიმართონ 13 დეკემბრის 16-00 საათამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ოთახი 42.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |