პროფესორ თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა

სურათი

28 ივნისი 2016 წელი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ზღვის ქვებისა და ბუნებრივი მასალებისგან შესრულებული კომპოზიციები.  შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი აღზრდილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას და შემოქმედებით საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: მარიამ ფირცხალაიშვილი, ასლან დიასამიძე, ეთერ ხალვაში, ლელა ვაშაყმაძე, ხათუნა დონდუა, სალომე სალაძე. კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი მომღერლები ირაკლი კახიძე და ბაჩო ნაკაშიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728