გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

5 მაისი 2016 წელი
გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ: რიზეს რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის, ტრაპიზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის, აშშ-ს სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი. კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა: 1. კულტურა; 2. ხელოვნება; 3. მუსიკა.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ე. მესხიამ, სტუდენტებს მიესალმნენ: თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი; აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი გიორგი მასალკინი; განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაია ჭიჭლეიშვილი. კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას.
![]() | კონფერენციის პროგრამა |