გაიმართა საჯარო ლექცია

სურათი

26 მარტი 2016 წელი

 საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით   26 მარტს, ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა  საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის  თეონა ბაღდავაძის საჯარო ლექცია  "PRოფესია"- როგორ ავირჩიოთ პროფესია და რა როლი აქვს PR -ის პროფესიას დღეს.

თეონა ბაღდავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში.

თეონა არის ამერიკის პიარ ასოციაციის წევრი, წლების განმავლობაში კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.ამჟამად კი მის მიერ დაარსებულ PR-კომპანია"Kay Communications"- უდგას სათავეში.

მისი თქმით, ეს სფერო დღეს განსაკუთრებულად პოპულარულია,დღევანდელი ლექცია კი მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც პროფესიას ირჩევს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930