პრომეთე "საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის" ზაზა ხალვაშის ფილმს

სურათი

6 დეკემბერი 2015 წელი

5 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა. ფესტივალზე წარდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სოლომონი“(მონტაჟის რეჟისორი პროფესორი ზურაბ ქავთარაძე, ოპერატორი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მამუკა ჩხიკვაძე, მხატვარი პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი.) ნამუშევარმა მოიპოვა „პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის.“ ფილმის გადაღებებში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები. უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს მთელს შემოქმედებით კოლექტივს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728