გაიმართა პროექტის პრეზენტაცია
12 ივნისი 2015 წელი
დასრულდა პროექტი „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, რომელიც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში დაფინანსდა (20 000 ლარი) და განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოწვეული იყო იენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი, რომელმაც წაიკითხა სალექციო კურსები: ტექსტილი ანტიკურ ეკონომიკაში, ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე, ძველი სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიური კონსტანტინოპოლის ჩათვლით. დიზაინის სპეციალოის სტუდენტების მიერ შესრულებული იქნა 35 კოსტიუმი. შესრულდა ასევე „შემოქმედებითი ლაბორტორიისათვის“ თეჯირები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება შოუ-პერფომანსების დროს.
წარმოდგენილი პროექტის მიზანი იყო სტუდენტთა კრეატიული საშემსრულებლო-შემოქმედებითი და კვლევითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.
პროექტი დასრულდა გრანდიოზული ჩვენება-პრეზენტაციით რომელსაც ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ,სამინისტროების, ბათუმის უნივერსიტეტების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე თურქერთის რესპუბლიკის კონსული მეუღლითურთ. ქალბატონ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგს გადაეცა სამახსოვრო დიპლომი.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |