ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი

19 აპრილი 2015 წელი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს საქართველოში მესამედ ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი თემაზე„ მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში“.
2012-2013 და 2013-2014 სასწავლო წლებში კონკურსი საერთაშორისო იყო და მასში საქართველოდან 2 უმაღლესი სასწავლებელი (ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მონაწილეობდა, ხოლო შვეიცარიიდან - ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. წლევანდელ კონკურსში ბერნის უნივერსიტეტი არ მონაწილეობდა. შარშან ამ პროცესში კონკურსგარეშე ჩაერთო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიც.
პირველ წელს სოციალური საცხოვრისის დასაპროექტებლად ტერიტორიები შეირჩა ქალაქ თბილისის 2 უბანში- გლდანსა და ვაზისუბანში, შარშან - ქალაქ ბათუმში, ხოლო წელს- ქალაქ ზუგდიდში.
წლევანდელ კონკურსში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 4 სტუდენტური პროექტით იყო წარმოდგენილი. ეს სტუდენტებია:
- გიორგი მურადიანი(1-ლიკურსი);
- ლიკა კომახიძე(მე-3კურსი);
- მარიამ მაკარაძე(მე-4კურსი);
- ელიზბარ რამიშვილი(მე-3კურსი) და ლაშა სამსონია(მე-2კურსი).
მიმდინარე წლის კონკურსის შედეგები საერთაშორისო შემადგენლობის ჟიურიმ 20-21 აპრილს შეაფასა თბილისში, ილიას უნივერსიტეტში. 1-ლი და მე-2 ადგილები ილიაუნის სტუდენტურმა ნამუშევრებმა აიღეს. მე-3 საპრიზო ადგილი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების - ელიზბარ რამიშვილისა და ლაშა სამსონიას ერთობლი ვპროექტს ერგო.
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა ბხსუ-ში მეოთხე წელია ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ეს სტუდენტთა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





