გამოფენა ოზურგეთში

4 მარტი 2015 წელი
3 მარტს ქ. ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ბათუმში მცხოვრები გურული მხატვარი ქალების ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: ქეთევან ვაჩეიშვილმა, დიანა თალაკვაძემ, ქეთევან ფილიპოვამ და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მარიკა კვაჭაძემ.