საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მ. გიორგაძის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

27 თებერვალი 2015 წელი

„ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაწესებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სტუმრობს“ – მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები. საუბარი შეეხო უნივერსიტეტის დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობის ადგილმონაცვლეობის საკითხებს. მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე მ. ბერიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გ. თავამაიშვილი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031