სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია
18 თებერვალი 2015 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები წარუდგინეს.
კულტურის სფეროს მიმართულებით გამოცხადებულია სამი კონკურსი:კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, თავისუფალი პროექტების, ახალი ინიციატივების მხარდაჭერის და ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსი. საბუთების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.
ასევე, შეხვედრაზე გაიმართა განათლების მიმართულებით „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |