მიმდინარეობს კინოგადაღება

სურათი

29 ნოემბერი 2014 წელი

„აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმელი რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და ამავე უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგის შოთა გუჯაბიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „რატომ არ მოველ წვიმადა“ - გადაღებები მიმდინარეობს. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ძირითადად ადგილობრივი კინოხელოვანებით არის დაკომპლექტებული და გადაღებების პროცესში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული. აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე მეორე წელია ახორციელებს და მისი ძირითადი მიზანი რეგიონში კინოწარმოების და კინოგანათლების ხელშეწყობაა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031