სტუდენტური ფესტივალი

1 ნოემბერი 2014 წელი
30-31 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მეორედ ჩატარდა ,,ბათუმის სტუდენტური ფესტივალი". ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სასწავლებლებიდან.
30 ოქტომბერს გაიმართა ფილმების ჩვენება - ქ. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში; ფოტო გამოფენა ბათუმის საზაფხულო თეატრში;
ფესტივალში მონაწილე სტუდენტების შემაჯამებელი საღამო ჩატარდა საზაფხულო თეატრში.
31 ოქტომბერს - ფესტივალის დასკვნით დღეს გაიმართა გალა-კონცერტი - ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრში.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: Family Band; ,,City Band"; ნონა გიუნაშვილი - ქვიშაზე ხატვა