ინტერაქტიულ-თეატრალური წარმოდგენა
15 აგვისტო 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ფსიქოდრამის“ ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიულ-თეატრალური წარმოდგენა „ არა- Stand- Art”. “ფსიქოდრამის“ პროექტის ფარგლებში შეიკრიბა არტისტებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებმაც განახორციელეს საზოგადოების სოციალურ-კულტურულ გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით, რის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური სოციალურ-კულტურული პრობლემა.
ჯგუფის მუშაობის პროცესში აირჩა და დამუშავდა ყველაზე აქტუალური პრობლემა, არტისტებმა შექმნეს ნამუშევრები (ფოტო, ვიდეო, აუდიო ინსტალაციები და პერფორმანსი) აღნიშნული პრობლემის ირგვლივ და დაიწერა წარმოდგენის სცენარი. არტისტებისა და ფსიქოლოგების მიერ გათამაშდა ინტერაქტიულ-თეატრალური წარმოდგენა.
პროექტის მიზანია მსახიობებისა და სტუდენტ-ფსიქოლოგების თანამშრომლობის შედეგად ახალი არტისტული ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების ძიება, მსახიობების შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და ექსპერიმენტული ხელოვნებისა და ფსიქოდრამის (როგორც ინოვაციის ) პოპულარიზაცია.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |