სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ხელოვნების უნივრსიტეტში

5 ივლისი 2014 წელი

ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები - ამ საკითხებზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტში მსჯელობდნენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ფესტივალ "კავკასია 2014"-ის წევრები. შეხვედრაზე მოეწყო 2013-2014 წლებში ქართული საცეკვაო ხელოვნების ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. კონფერენცია ფესტივალ "კავკასია-2014"-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ტარდება და მასში, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთისა ხალხური შემოქმედებითი ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ბათუმი ფესტივალს 9 ივლისს უმასპინძლებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930