დანიელი პროფესორის მასტერკლასი

სურათი

7 აპრილი 2014 წელი

4 აპრილს გაიმართა კონცერტი დანიის მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" მოსწავლეების გუსტავ პიკუტის, კრისტიან რისაგერის, მედს ფუგლსანგ რიბორგის მონაწილეობით. შესრულდა ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შოპენის და ბრამსის საფორტეპიანო ნაწარმოებები. ხელმღვანელი, პროფესორ მარტინ ლიშოლმ იეფსენი. 5 აპრილს მასტერკლასი ჩაატარა "გრადუს ფორტეპიანოს" სკოლის დამაარსებელმა, პროფესორმა მარტინ ლიშოლმ იეფსენმა. პედაგოგებს, სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებსა და მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იეფსენის მუშობის მეთოდებს. პროფესორმა დამსწრეთ კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენა და საკუთრი გამოცდილება გაუზიარა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031