უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება

სურათი

28 თებერვალი 2014 წელი

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დისკუსიის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურის სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი მიესალმნენ. შეხვედრაზე ექსპერტებმა: ლელა ჩახაიამ, ლალი ბაქრაძემ, ირინე დარჩიამ და ლიკა ღლონტმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“ განახორციელა. კვლევა ითვალისწინებდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირებასა და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას.

უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე მომზადდა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი მიმართულებებით:

უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება;
უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა;
სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია;
უმაღლესი განათლება და დასაქმება;
ხარისხის უზრუნველყოფა;

პროექტი ”ღია საზოგადოება-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერითა და TEMPUS-ის ეროვნული ოფისის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრის (CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) პარტნიორობით განხორციელდა.

დისკუსია მიზნად პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვას უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესებში.


Read more: http://www.bsu.ge/?sec=6&news=1463#ixzz2uzotszOx

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031