ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა მეორედ ეწვია უნივერსიტეტს

სურათი

13 იანვარი 2014 წელი

 კონკურში, ხუთეულში მოხვდა ხელოვნების უნივერსიტეტის 5 სტუდენტი, რომლებმაც სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის „ოთხი ყრუს“ მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც თავად კოპოლაც მონაწილეობდა. ფილმი ფესტივალის ვებგვერდზე აიტვირთა. (www.pahfest.org)  თითოეული ჯგუფის ნამუშევარს ხმა მისცეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამარჯვებულთა შორის აღმოჩდნდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები:   ქეთევან ტაკიძე, ნანა ზარანდია, სუზანა ვოლოდიანი, ლენა ჭაღალიძე და იმედო იაკოვენკო.  

ამჯერად ქრისტოფერ კოპოლა ჩატარებს მასტერკლასებს და ამავე დროს  სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ მისი ფილმის გადაღების პროსეცებში. 

აღსანიშნავია, რომ სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს ხელოვნების უნივერსიტეტთან, რაც დაადასტურა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის სახელზე გამოგზავნილი წერილით. 

ბატონო ერმილე,

გაცნობებთ, რომ მივიღე სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოს დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია. გარდა იმისა, რომ ვხელმძღვანელობ დეპარტამენტის პროგრამებს, ასევე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. ჩვენი ინსტიტუტი ახორციელებს საგაზაფხულო პროგრამას, რომელიც ონლაინ კურსია და ეხება მულტიკულტურული ფილმის გადაღების პროცესს. წელს, გაზაფხულზე, იგეგმება შავი ზღვისა და სან-ფრანცისკოს ყურეს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. მე, ეს კურსი განვიხილე ჩემს მეგობრებთან, ზაზა ხალვაშთან და ლაშა ზამბახიძესთან ერთად. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს ითანამშრომლონ და შექმნან მოკლემეტრაჟიანი ფილმები ზღვისპირა ქალაქების ცხოვრებაზე. ლექციები ჩატარდება ოთხშაბათობით (22.01.2014), ონლაინ რეჟიმში, სკაიპით. სტუდენტები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს კვირის განმავლობაში და გაუზიარებენ ერთმანეთს dropbox-ის საშუალებით. კურსის მსვლელობისას მეც და ბატონი ზაზა ხალვაში ჩავატარებთ ლექციებს. გარდა იმისა, რომ სტუდენტები მიღებენ ერთობლივი მულტიკულტურული ფილმის გადაღების გამოცდილებას, სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოს დეპარტამენტის სტუდენტებს ეძლევათ შანსი ბევრი რამ ისწავლონ პროფესორი ზაზა ხალვაშისგან, ხოლო ბხსუ-ს სტუდენტებმა პროფესორი კოპოლასაგან. სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტი ახორციელებს გაცვლით პროგრამებს სახელოვნებო უნივერსიტეტებში მსოფლიოს გარშემო. ჩემი სურვილია, შევქმნა გაცვლითი პროგრამა თქვენს უნივერსიტეტთანაც. ვფიქრობ, რომ ზემოთ ხსენებული ონლაინ ლექციების ჩატარება საუკეთესო გზაა ჩვენს სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების წამოსაწყებად. ბათუმში ვიქნები 1-დან 16 იანვრამდე, ვმუშაობ მხატვრულ ფილმზე და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სტუდენტებიც ჩაერთვებიან. ჩემი ბათუმში ყოფნის პერიოდში, შესაძლებელია, შეგხვდეთ და ვისაუბროთ გაცვლით პროგრამებზე.

საუკეთესო სურვილებით,

ქრისტოფერ კოპოლა

 

 

 


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031