სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

12 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიას  მისალმება 

                                                               პატრიარქისადმი საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემისას.

          თქვენო  უწმინდესობავ,

          თქვენი ყოველი ვიზიტი აჭარაში მართლმადიდებლობის უდიდესი ზეიმია. როგორც ერთი რიგითი მართლმადიდებელი ქრისტიანი მადლიერების უდიდეს სურვილს გამოვხატავ თქვენი იმ ღვაწლის გამო, რომელიც გასწიეთ მინავლებული ეროვნლი ცნობიერების გამოღვიძებისა და ერის სულიერი გაერთიანებისათვის.

         განუზომელია და შეუფასებელი თქვენი მოღვაწეობა ქვეყნის კულტურის განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვაში, რაც ამ ბოლო დროს, ძნელბედობის ჟამს, ნათლად გამოიკვეთა და რასაც მადლიერებით აღიქვამს ქართველი ერი. 

        თქვენო უწმინდესობავ,

         უდიდესი მოკრძალებით კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

          ნება მომეცით, გაგაცნოთ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება.

         ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ქართული კულტურის განვითარების, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და ქრისტიანული სულიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მიენიჭოს ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

         ნება მომეცით გადმოგცეთ საპატიო დოქტორის დიპლომი.

 

ბათუმის ხელოვნების ცენტრი

12.12.2013

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031