გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

სურათი

16 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი. პირველკურსელებს და შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ქეთევან მანელიშვილმა, აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ. ფოიეში გამოფენილი იყო სტუდენტთა ნამუშევრები. გაიმართა კონცერტი სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტემბა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამოხსოვრო ფოტო გადაიღეს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930