კლასიკური მუსიკის საღამო შუახევში

სურათი

28 მაისი 2013 წელი

შუახევის მუნიციპალიტეტში ხელოვნების კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლო დღე კლასიკური მუსიკის საღამოს დაეთმო. კონცერტზე ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოცარტის, ლეჰარის და დონიცეტის ცნობილი ოპერებიდან სხვადასხვა არიები შეასრულეს. შესრულდა რევაზ ლაღიძისა და მელიტონ ბალანჩივაძის ნაწარმოებებიც. კვირეული კულტურის ცენტრის რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთვრებულის, ვახტანგ ბერიძის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31