საერთაშორისო ტრენინგი „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“

30 მაისი 2013 წელი

2013 წლის 1-8 აგვისტოს კრასნოგრუდას დიალოგის საერთაშორისო ცენტრში, პოლონეთში,  გაიმართება საერთაშორისო ტრენინგი  „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“.

ტრენინგში მონაწილეობს ბელორუსია, საქართველო, უკრაინა,პოლონეთი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, კულტურის ორგანიზაციების მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  ჟურნალისტებს და ხელოვანებს, როომლებიც პროექტის განვითარებით არიან დაინტერესებულები. 

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ უნდა წარმართოთ ეფექტური დიალოგი სხვადასხვა მრწამსის, ეროვნების თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან. 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივნისი.

ადგილობრივი კოორდინატორი: ლევან ხეთაგური

e-mail: lkhetaguri@hotmail.com

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930