უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

შეხვედრა ცნობილ ექიმთან, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატთან , მერაბ კვიცარიძესთან

სურათი

2024 წლის 16 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა გამორჩეულ ადამიანს , ქვეყნის მასტშაბით ცნობილ ექიმს , პოეტს, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატს , ქველმოქმედს , დაგვიანებულ „ ცისფერყანწელს პოეზიის ქალაქიდან, ბატონ მერაბ კვიცარიძეს.

შეხვედრა სავსე იყო პოზიტიური მუხტითა  და  ბევრი ღიმილით, მით უფრო , რომ ამ ყველაფერს თვითონ ბატონი მერაბის მიერ მოთხრობილი ამბები  და წაკითხული ლექსები იწვევდა.

საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი თვით ბატონმა მერაბმა წაიკითხა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

დასასრულს სტუდენტებმა მერაბ კვიცარიძესთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031