უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა

როგორ  გავიარო  რეგისტრაცია?

  1. ბიბლიოთეკით  სარგებლობისათვის  აუცილებელია  რეგისტრაციის  გავლა.
  2. სარეგისტრაციოდ  მკითხველმა  უნდა  წარმოადგინოს: 
    • სამკითხველო  დარბაზში:  სტუდბილეთი  ან მოქალაქის  პირადობის  მოწმობა;
    • აბონემენტის  განყოფილებაში:  სტუდენტმა სტუდბილეთი,  მოქალაქის პირადობის    მოწმობა და  1 ფოტო სურათი, ხოლო  უნივერსიტეტის  თანამშრომლებმა მოქალაქის  პირადობის  მოწმობა, და 1 ფოტოსურათი.
    • მკითხველი  ვალდებულია  შეატყობინოს  ბიბლიოთეკას   საკონტაქტო  ნომრის, ელექტრ.  ფოსტის  მისამართის,  სახლისა  და  სამსახურის  მისამართის  შეცვლის  შესახებ.

ბიბლიოთეკიდან  არ გაიცემა:

  1. წიგნი,  რომლის  ერთი  ეგზემპლარი  ინახება  ბიბლიოთეკაში:
  2. პერიოდული  გამოცემები (ჟურნალი,  გაზეთი)
  3. 1921 წლამდე  გამოცემული  საბიბლიოთეკო  დოკუმენტები
  4. აუდიო, ვიდეო, კინო, ფონო-დოკუმენტები;
  5. ენციკლოპედიები
  6. ლექსიკონები

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930