განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა ტურისტულ ფირმა „LTD Georgian Travel Group“-ის ბათუმის ოფისის დირექტორ ვ. დისასამიძესთან

ე. მესხიამ ტურისტული ფირმის ხელმძღვანელს გააცნო კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა, პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სტუდენტთა პრაქტიკის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სხვა საკითხები.

        ე. მესხიამ აღნიშნა, რომ კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება განაპირობა საქართველოში ტურიზმისადმი გაზრდილმა ინტერესმა და ტურისტთა ნაკადის ზრდამ. საქართველოში კულტურული ტურიზმის პროგრამას ახორციელებს 2 უნივერსიტეტი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. პროგრამაზე მიღება მეოთხე წელია გრძელდება, მაგრამ არა ყოველწლიურად. ამჟამად უნივერსიტეტს ჰყავს მეორე და მეოთხე კურსები. წელს გვექნება პირველი გამოშვება და ჩვენც ინტერესით ველოდებით, როგორი იქნება ჩვენი კურსდამთავრებულების მომზადების დონე და დასაქმების შედეგები. თუმცა ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სტუდენტების ნაწილი დასაქმებულია, მართალია, ზოგიერთი მათგანი - არასპეციალობით, მაგრამ სფერო, სტუდენტებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ მეორე უცხო ენა, რაც დასაქმებისათვის მეტ შანსებს მისცემს კურსდამთავრებულებს.

         ი. თავართქილაძემ მზადყოფნა გამოთქვა ხელოვნების უნივერსიტეტსა და ტურისულ ფირმას შორის მომავალ თანამშრომლობაზე. ტურისტულ ფირმაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას, შესაბამისი კომპეტენციის (უცხო ენის ცოდნა) და ვაკანსიის შემთხვევაში შესაძლებელია ტურისტულ ფირმაში კურსდამთავრებულთა ჯერ სტაჟირება, შემდგომ კი - დასაქმება.

        ე. მესხიამ აღნიშნა, რომ პრაქტიკა სემესტრის განმავლობაში, თუ სტუდენტები კარგად გაივლიან, იქნება კარგი შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ტურისტული ფირმის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. რაც შეეხება უცხო ენას. ინგლისურ ენას დათმობილი აქვს 10 კრედიტი. ძირითადად, ამ დროში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა ინგლისურ ენაში. იმ სტუდენტებისათვის კი, რომლებიც ვერ ასწრებენ ენის კარგად შესწავლას, აქვთ შესაძლებლობა, არჩევითი მოდულის ხარჯზე შეისწავლონ ინგლისური ან სხვა უცხო ენა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930