განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის სამუშაო შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის პერსონალთან

           ხელოვნების უნივერსიტეტს ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი ეწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია, რექტორის მოადგილე ზაზა ხალვაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ვაჩეიშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ბენეფშე თემისქანი, სამეცნიერო და საგამომცემლო პროექტების კოორდინატორი ს. თავაძე  და სხვა თანამშრომლები.

         რექტორმა ე. მესხიამ მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულს ხელოვნების უნივერსიტეტსსა და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.

        განსაკუთრებით აღინიშნა სტამბულის, ართვინის, ტრაპიზონის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობა ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებში, ფესტივალებში, ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მონაწილეობა ტრაპიზონის უნივერსიტეტში გამართულ შემოქმედებით საღამოში, ხელოვნების უნივერსიტეტში დაგეგმილ სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენის მოსამზადებელ სამუშაოებზე და სხვა.

       გეერალურმა კონსულმა მხარდაჭერა გამოხატა ხელოვნების უნივერსიტეტის მიმართ და კმაყოფილებით აღნიშნა მისი მოღვაწეობის პერიოდში ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობაში მიღწეულ შედეგებზე. გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

     

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031