მუსიკის ფაკულტეტი

აკადემიური სიმღერის დეპარტამენტი

აკადემიური პერსონალი

გვარი და სახელი: ჯახუტაშვილი მარიამ
აკადემიური თანამდებობა: პროფესორი

ჯახუტაშვილი მარიამი

დაბადების თარიღი: 1957/18/12

მისამართი: ბათუმი, 26 მაისის 53 ა, ბინა 25

ტელეფონი: 599 09 11 28

სამუშაო გამოცდილება

მუშაობის პერიოდი – 2004  დან დღემდე

სამსახურის დასახელება – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი საოპერო დასი

თანამდებობა: სამხატვრო ხელმძღვანელი და ვოკალის პედაგოგი

მუშაობის პერიოდი: 2000 წელი

სამსახურის დასახელება: სსიპ ბათუმის ზ. ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდია

თანამდებობა: სტუდიის დირექტორი, ვოკალის პედაგოგი

მუშაობის პერიოდი:1993 დან 2004 მდე

სამსახურის დასახელება: ბათუმის ოპერისა და ბალეთის თეატრი

თანამდებობა: სოლისტი

მუშაობის პერიოდი: 1998 დან დღემდე

სამსახურის დასახელება:  ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

თანამდებობა: ვოკალის პედაგოგი

მუშაობის პერიოდი: 1986 დან 1995 მდე

სამსახურის დასახელება:  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი.

თანამდებობა: სოლისტი

მუშაობის პერიოდი: 1885 დან 1992 მდე

სამსახურის დასახელება:  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. საოპერო სტუდია

თანამდებობა: სოლისტი

განათლება სამეცნიოერო ხარისხი:

თარიღი: 1979 დან 1984 მდე

დაწესებულება: თბილისის  ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია. სოლო სიმღერის კათედრა.

ფაკულტეტი/სპეციალობა: სოლო სიმღერა

დიპლომი № KB 143147

კვალიფიკაცია: საოპერო მომღერალი. პედაგოგი.

დამატებით საგანმანათლებლო კურსები/  ტრენინგები/სტაჟირება

თარიღი: 1989 წ.

დაწესებულება: გერმანია. ქ. ვაიმარი– ფ. ლისტის აკადემია

ფაკულტეტი/სპეციალობა: ვოკალი

დიპლომი/სერთიფიკატი: 13 – 16 ივლისი 1989 წ. ვაიმარი XXX სართაშორისო სემინარი

კვალიფიკაცია სტაჟირება:

თარიღი: 1989 დან 1992 მდე

დაწესებულება: ქ. მოსკოვი,  დიდი თეატრი

ფაკულტეტი/ სპეციალობა: ვოკალი

დიპლომი/სერთიფიკატი

კვალიფიკაცია: სტაჟირება პროფესორ პ. ლისიციანთან

დამატებითი ინფორმაცია:

2010 წ. სსიპ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერისა და ესტრადის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

 2006 წ. ქ. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სოლო სიმრერის მიმართულების სრული პროფესორი.

2001 წ. გაიხსნა კონსერვატორიასთან არსებული ზ. ანჯაფარიძის სახელობის სტუდია. დაარსების დღიდან ვიყავი სტუდიის დირექტორი.

ვარ კავკასიელ ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი.

ამჟამად ვარ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვოკალის პედაგოგი.

1998 წ. ბათმის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილ რუს მომღერალ ელენე ობრასცოვასტან ერთად მონაწილეობა მივიღე ჯ ვერდის ოპერა  „აიდაში“ სადაც შევასრულე აიდას პარტია.

1998 წ. თურქეთს რესპუბლიკაში, ქალაქ ასპენდოზში გამართლ ფესტივალზე ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლში ჯ. ვერდის „ოტელო“ შევასრულე დეზდემონას პარტია.

1998 წ. ცნობილი მომღერლის პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით თბილისში ჩატარდა ფესტივალი „ბრავო“, რომლის გახსნაზეც ზ. ფალიაშვილის ოეპრა „აბესალომ და ეთერში“ შევასრულე ეთერის პარტია.

1997 წ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გახსნის დღიდან ვარ ვიყავი ვოკალური ფაკულტეტის სოლო სიმღერის კათედრის გამგე, შემდეგ კი საოპერო სიმღერის კათედრის გამგე.

1995 წ. ბეთჰოვენის საზოგადოებამ მიმიწვია სოლო კონცერტებით იტალიაში. ეს კონცერტები გააშუქა „რაი ტრეს“ ტელევიზიამ.

1994 წ. საქართველოს მოღვაწეთა კავშირის ჯილდო ეთერის პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის.

1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში შევასრულე წამყვანი პარტიები ჯ. ვერდის ოპერებში „აიდა“ და „ოტელო“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“

1991 წ. ვიქტორ დოლიძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

1990 წ. ბერლინი.  ბერლინელი იმპრესარიოს მაიკლ დიცის მიწვევით გავემგზავრე საკონცერტო ტურნეში გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის ქალაქებში.

აგრეთვე, მონაწილეობა მივიღე ჯ. ვერდის ოპერა „რექვიემის“ საკონცერტო შესრულბაში ( მოსკოვში და ბალტიის პირეთის ქალაქებში, დირიჟორი ჯ. კახიძე)

1992 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულებული მაქვს შემდეგი პარტიები:

დეზდემონას პარტია – ჯ. ვერდის ოპერა „ოტელო“, ამელია „ბალ მასკარადი“.

ტატიანა  – პ. ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინი“ ( დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი)

1990 – 1992 წწ. – სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში (პროფესორ პ. ლისიციანის კლასში). დიდი ტეატრის სოლისტებთან ერთად მონაწილეობას ვღებულობდი კონცერტებში, ასევე, ლა სკალას თეატრის ცნობილი ტენორის კ. ბერგონცის ღია გაკვეთილში, სადაც შევასრულე ტოსკას არია (პუჩინის ოპერა „ტოსკა“), 1991 წელს სტაჟირება გავიარე ქ. ვაიმარში, სადაც მონაწილეობა მივიღე ფესტივალის დასკვნით კონცერტში.

ვარ ამიერ კავკასიის ვოკალისტთა და ინსტრუმენტალისტთა კონკურსის ლაურეატი ( 1985 წ. ქ. ბაქო).

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031